Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დონალდ ტრამპს კორონავირუსი აქვს


აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს და პირველ ლედის, მელანია ტრამპს ტესტირების შედეგად კორონავირუსი დაუდასტურდათ.

დონალდ ტრამპმა ტვიტერზე დაწერა, რომ დაუყოვნებლივ იწყებენ კარანტინს და გამოჯანმრთელების პროცესს, რომელსაც ერთად გაივლიან.

აშშ-ის პრეზიდენტმა და პირველმა ლედიმ ტესტირება მას შემდეგ ჩაიტარეს, რაც კორონავირუსი აღმოაჩნდა დონალდ ტრამპის თანაშემწეს ჰოუპ ჰიკსს.

ამ კვირაში ჰიკსი პრეზიდენტს ახლდა ოჰაიოს შტატის ქალაქ კლივლენდში, სადაც დონალდ ტრამპის და ჯო ბაიდენის პირველი დებატები გაიმართა.

პრეზიდენტ ტრამპს კორონავირუსი დაუდასტურდა აქტიური საარჩევნო კამპანიის პერიოდში. აშშ-ის პრეზიდენტის არჩევნები 3 ნოემბერსაა დანიშნული.

XS
SM
MD
LG