Accessibility links

logo-print logo-print

ჯანდაცვის მინისტრისთვის უცნობია რატომ აპირებდა თენგიზ ცერცვაძე თანამდებობის დატოვებას


ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტების შესაბამისი კითხვის პასუხად განაცხადა, რომ მისთვის უცნობია რატომ აპირებდა ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი თენგიზ ცერცვაძე თანამდებობის დატოვებას.

„ბატონი თენგიზის მოტივი ჩემთვის არ არის ცნობილი, ალბათ უმჯობესია მას ჰკითხოთ, მისი გადაწყვეტილების ინფორმაცია, რამდენაც ჩემთვის ცნობილია ის არ ტოვებს თავის თანამდებობას“,- განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

კითხვაზე იყო თუ არა ორაზროვნება შეზღუდვების დაწესებასთან დაკავშირებით თენგიზ ცერცვაძის გადაწყვეტილების ერთ-ერთი მოტივაცია, ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა, რომ მსგავს საკითხზე კომუნიკაცია არ შემდგარა.

"ამასთან დაკავშირებით მსგავსი კომუნიკაცია რა ყოფილა, არც შეზღუდვების დაწესებასთან დაკავშირებით და არც მათ მოხსნასთან დაკავშირებით, შესაბამისად, ამ ინფორმაციას მე თქვენ ვერ დაგიდასტურებთ", - აღნიშნა ეკატერინე ტიკარაძემ.

თენგიზ ცერცვაძის გადადგომის შესახებ ინფორმაცია პირველმა "მთავარმა არხმა" გაავრცელა. მედიასაშუალების ინფორმაციით, მან განცხადება 30 სექტემბერს დაწერა.

1 ოქტომბერს ინფექციური საავადმყოფოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა გოგა ბერიძემ თქვა, რომ კლინიკის დირექტორი თენგიზ ცერცვაძე თანამდებობაზე რჩება და ამავე დროს „ქართული ოცნების“ აქტიური მხარდამჭერია.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG