Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

არასამთავრობო ორგანიზაციები მოითხოვენ დაიწყოს გამოძიება „პატრიოტთა ალიანსის“ შესახებ „დოსიეს“ მასალებზე


არასამთავრობო ორგანიზაციები მოუწოდებენ საქართველოს საგამოძიებო, უსაფრთხოების ორგანოებსა და აუდიტის სამსახურს ადეკვატური რეაგირება მოახდინონ „პატრიოტთა ალიანსის“ შესახებ „დოსიეს“ მიერ გასაჯაროებულ მასალებზე.

არასამთავრობო ორგანიზაციების განცასდებით „დოსიეს“ ანგარიშის გადაცემა, მხოლოდ აუდიტის სამსახურისთვის და მისი მხოლოდ პარტიების დაფინანსების ჭრილში განხილვა საკმარისი არ არის, ვინაიდან მასში შეიძლება იკვეთებოდეს სხვადასხვა დანაშაულის ნიშნები. მათ შორის სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე, უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის და 319-ე უცხო ქვეყნისათვის, უცხოეთის ორგანიზაციისათვის ან უცხოეთის კონტროლს დაქვემდებარებული ორგანიზაციისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარების მუხლები

"დოსიეს ანგარიშებში საქართველოს პატრიოტთა ალიანსის კრემლთან კავშირებსა და ფინანსურ ურთიერთობებზეა საუბარი. დოსიეს მტკიცებით, ანგარიშები, რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უცხოეთის ქვეყნებთან რეგიონთაშორისი და კულტურული კავშირების სამმართველოს უფროსის, ვლადიმირ ჩერნოვის სამდივნოდან მოპოვებულ დოკუმენტებს ეფუძნება და მათში კრემლთან დაახლოებული ის ქსელია გამოაშკარავებული, რომელიც პატრიოტთა ალიანსთან ურთიერთობებს კურირებს.

საქართველოს საგამოძიებო და უსაფრთხოების უწყებებს გამოქვეყნებულ მასალებზე ამ დრომდე, არათუ საგამოძიებო მოქმედებები არ დაუწყიათ, არამედ ოფიციალური განცხადებაც კი არ გაუვრცელებიათ. ერთადერთი რეაგირება ამ საკითხზე, ევროპული საქართველოს დეპუტატის, ელენე ხოშტარიას წერილზე, რომელშიც ის პატრიოტთა ალიანსის რუსეთიდან შესაძლო დაფინანსების გამოძიებას ითხოვდა, პროკურატურის ფორმალური პასუხი გახლდათ. პასუხის თანახმად, პროკურატურამ აღნიშნული მოთხოვნა სახელმწიფო აუდიტის სამსახურში, როგორც პოლიტიკური პარტიების ფინანსურ-სამართლებრივ საკითხებზე პასუხისმგებელ ორგანოსთან, გადაამისამართა", - ნათქვამია არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებაში.

სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები პროკურატურას და სახელმწიფო უსართხოების სამსახურს მოუწოდებენ, გამოქვეყნებული მასალის ავთენტირობასთან დაკავშირებით დაიწყონ გამოძიება.

ისინი მიმართავენ პარლამენტს, ის იყოს ის ინსტიტუტი, რომელიც ზედამხედველობას გაუწევს სხვა უწყებების საქმიანობასაც, ჰიბრიდულ საფრთხეებთან დაკავშირებულ საკითხებზე. განხილვები გამართოს სახელმწიფო და არასახელმწიფო ორგანიზაციების ჩართულობით. არასამთავრობოთა განცხადებით შესაძლოა საქმეს მიეცეს უფრო სიღრმისეული ხასიათი და გარდაიქმანს საგამოძიებო კომისიად.

განცხადებას ხელს აწერენ 17 არასამთავრობო ორგანიზაცია:

  1. საქართველოს რეფორმების ასოციაცია (GRASS)
  2. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (GYLA)
  3. ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI)
  4. მედიის განვითარების ფონდი (MDF)
  5. ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი (EPRC)
  6. რონდელის ფონდი (GFSIS)
  7. ღია საზოგადოების ფონდი (OSGF)
  8. სამოქალაქო იდეა
  9. საქართველოს ატლანტიკური საბჭო
  10. სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED)
  11. საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI)
  12. დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი (DRI)
  13. საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო (TI)
  14. ადამიანის უფლებათა ცენტრი (HRDIC)
  15. საფარი
  16. ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი (TDI)
  17. ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC)

რუსულმა საგამოძიებო პორტალმა "დოსიემ" ორი ანგარიში გამოაქვეყნა, რომელშიც საუბარი იყო "პატრიოტა ალიანსის" დაფინანსებაზე კრემლის მხრიდან.

"პატრიორტა ალიანსის" ერთ-ერთი ლიდერი ირმა ინაშვილი უარყოფდა რუსეთიდან დაფინსების მიღების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას.

ასევე ნახეთ: კრემლთან დაახლოებული კონსულტანტების რჩევები “პატრიოტთა ალიანსს” - “დოსიეს” გამოძიების II ნაწილი

არჩევნები: რა მიზანი აქვს ფულს რუსეთიდან?

„პატრიოტთა ალიანსის“ დაფინანსების საკითხის გამოძიება პროკურატურამ აუდიტს გადააბარა

ირმა ინაშვილი: ვფიცავ მე არასდროს არ ამიღია რუსული ფული

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG