Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მარნეულში „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტი დააკავეს


მარნეული
მარნეული

მარნეულში 29 სექტემბერს მომხდარი დაპირისპირების ფაქტზე, „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტი, მარნეულის საოლქო კომისიის წევრი, ლაშა ქველაძე დააკავეს.

მას ბრალად ედება სს კოდექსის 162-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული, რაც საარჩევნო ადმინისტრაციისთვის მუშაობაში ხელის შეშლას გულისხმობს.

ქველაძის დაკავებას აბსურდი უწოდა „ნაციონალური მოძრაობის“ ადგილობრივმა ლიდერმა, აგილ მუსტაფაევმა.

"ლაშა ქველაძე დაზარალებულია, ყველამ ნახა კადრები როგორ სცემდნენ მას და მამამისს" - თქვა მუსტაფაევმა, რომელიც თანაპარტიელებთან ერთად ამჟამად მარნეულის რაიონული პოლიციის წინ იმყოფება.

29 სექტემბერს ერთმანეთს „ქართული ოცნებისა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტები დაუპირისპირდნენ.

ინციდენტის დროს დაშავდა ოპოზიციის ორი აქტივისტი, ლაშა ქველაძე და მისი მამა - გივი ქველაძე, რომლებიც საავადმყოფოში მოხვდნენ. დაშავდნენს ასევე ჟურნალისტები.

3 ოქტომბერს, ძალადობის ბრალდებით „ქართული ოცნების“ ორი აქტივისტი დააკავეს. მათ ბრალი უკვე წარედგინათ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG