Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შსს-მ თბილისის მერიასთან 4 პირი დააკავა


თბილისის მერიასთან უკვე თითქმის ერთი საათია "სტრატეგია აღმაშენებლის" მხარდამჭერები და წევრები პარტიისთვის გამოწერილ ჯარიმებს აპროტესტებენ. ადგილზე მისულები არიან პარტიის ლიდერები.

როგორც პარტიის ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა, პარტიის წევრებს ჯარიმა მას შემდეგ გამოუწერეს, რაც ისინი საბანკო სესხების დაწევის მოთხოვნით ხელმოწერებს აგროვებდნენ. ახლა მათ თბილისის მერიაში სურთ განაცხადის შეტანა.

საბანკო სესხების დაწერვა "სტრატეგია აღმაშენებლის" ერთ-ერთი წინასაარჩევნო დაპირებაა.

მიმდინარე აქციის დროს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით, პოლიციელის მოხოვნის დაუმორჩილებლობისთვის 4 პირია დაკავებული.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG