Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მწვავე შეტაკებების შემდეგ ყირგიზეთში გაუქმდა საპარლამენტო არჩევნების შედეგები


ყირგიზეთის პარლამენტის შენობა
ყირგიზეთის პარლამენტის შენობა

ყირგიზეთის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ დააკმაყოფილა საპროტესტო აქციების ათასობით მონაწილის მოთხოვნა და გააუქმა 4 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგები. ხალხი ქუჩებში გავიდა და იერიში მიიტანა სამთავრობო შენობებზე, ვინაიდან მიაჩნია, რომ ისტებლიშმენტმა კენჭისყრაში ხმების გაყალბებით გაიმარჯვა.

ყირგიზეთის პრეზიდენტ სოორონბაი ჟეენბეკოვის ოფისმა 6 ოქტომბერს განაცხადა, რომ ის „აკონტროლებს“ ქვეყანას, მაგრამ მისი ადგილსამყოფელი უცნობია.

მანამდე გაკეთებულ ცალკე განცხადებაში ჟეენბეკოვმა გამოთქვა მზადყოფნა, გაუქმდეს საპარლამენტო არჩევნების შედეგები და თავის ოპონენტებს მოუწოდა, შეწყვიტონ არეულობა, ვინაიდან უშიშროების ძალებს განკარგულება გასცა, ცეცხლი არ გაუხსნან მათ.

მან განრისხებული დემონსტრანტების მოქმედებებს, რომლებმაც დაიკავეს მთავრობის, ტელევიზიისა და უშიშროების სამსახურის შენობები, უწოდა ზოგიერთი პოლიტიკური ძალის მცდელობა, ხელში ჩაიგდოს ძალაუფლება.

ბიშკეკში დემონსტრანტები სამთავრობო შენობებში შეიჭრნენ
please wait

No media source currently available

0:00 0:01:46 0:00

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG