Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კომპანია bp აზერბაიჯანში ობიექტების უსაფრთხოებას აძლიერებს


ბრიტანული კომპანია "bp აზერბაიჯანი" ნავთობსადენის ობიექტების და თანამშრომელთა უსაფრთხოების გაძლიერებაზე მუშაობს, იუწყება ინტერფაქს აზერბაიჯანი, bp-Azerbaijan -ის განცხადებაზე დაყრდნობით.

"bp ძლიერ შეშფოთებულია საომარი მოქმედებების გაფართოებით, რომელიც მიმართულია აზერბაიჯანში დასახლებული პუნქტებისა და სამოქალაქო ინფრასტრუქტურისკენ. ცნობები, იმის შესახებ, რომ აზერბაიჯანის სამხედრო ძალებმა, სომხეთის სამხედრო ძალების სარაკეტო თავდასხმის ნეიტრალიზაცია მოახდინეს ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის და სამხრეთ კავკასიის მაგისტრალური მილსადენის სიახლოვეს, ჩვენთვის განსაკუთრებით შემაშფოთებელია“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

კომპანია აცხადებს, რომ აზერბაიჯანში ყველა იმ ობიექტის უსაფრთხოებას, რომლის ოპერირებასაც bp-Azerbaijan -ი ეწევა, უზრუნველყოფს ქვეყნის ხელისუფლება.

„ამასთან ჩვენ მჭიდროდ ვთანამშრომლობთ, შესაბამის სტრუქტრებთან, ჩვენი თანამშრომლების, ჩვენი საქმიანობის და ყველა ობიექტის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად“,- აცხადებენ bp-ის აზერბაიჯანის წარმომადგენლობაში.

აზერბაიჯანის პროკურატურამ გუშინ გამოაცხადა, რომ სომხეთის შეიარაღებული ძალები ცდილობდნენ ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენის დაბომბვას.

ინფორმაცია უარყო სომხეთის თავდაცვის სამინისტრომ. “ „ფეისბუკის“ გვერდზე უწყების ოფიციალურმა წარმომადგენელმა არცრულ ოვანისიანმა ინფორამციას “უტიფარი ტყუილი“ უწოდა.

რადიო თავისუფლება კომპანია bp საქართველოს წარმომადგენლობას დაუკავშირდა, იმისა გასარკვევად, ხომ არ აპირებს კომპანია უსაფრთხოების ზომების გაძლიერებას ნავთობსადების საქართველოს მონაკვეთზე. კომპანიაში აცხადებენ, ამის საფუძველი არ არსებობს.

XS
SM
MD
LG