Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პროკურატურასთან ივერი მელაშვილის და ნატალია ილიჩოვას მხარდასაჭერი აქცია მიმდინარეობს


საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის საქმეზე დაკავებული კომისიის ყოფილი წევრების ივერი მელაშვილის და ნატალია ილიჩოვას მხარდასაჭერი აქცია მიმდინარეობს საქართველოს პროკურატურასთან.

საგამოძიებო უწყების გადაწყვეტილებას სხვადასხვა პარტიის წევრები აპროტესტებენ. აქციაზე იმყოფებიან: „ევროპული საქართველოს" წევრი ელენე ხოშტარია, მთაწმინდის მაჟორიტარი კანდიდატი შალვა შავგულიძე, „რესპუბლიკელების" თავმჯდომარე ხათუნა სამნიძე დეკანოიძე, „ნაციონალური მოძრაობიდან" ხატია დეკანოიძე, ლევან ხაბეიშვილი, ზაალ უდუმაშვილი და სხვ.

როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, ხელისუფლებამ პოლიტიკური ანგარიშსწორებისთვის კიდევ ერთხელ გაწირა ორი უდანაშაულო ადამიანი.

სახელმიწიფო კომისიის ყოფილი წევრები, ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა დააკავეს. მელაშვილი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მეზობელი ქვეყნების დეპარტამენტის სასაზღვრო ურთიერთობათა სამსახურის უფროსია, ხოლო ილიჩოვა საქართველოს შს სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის მთავარი ინსპექტორი.

რადიო თავისუფლებამ ივერი მელაშვილთან ინტერვიუ 3 ოქტომბერს ჩაწერა, მას შემდეგ, რაც ის პროკურატურაში გამოკითხვაზე იმყოფებოდა. მელაშვილმა რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ "ჭეშმარიტების დასადგენად პროკურატურა ცუდი ადგილია."

ასევე ნახეთ: დავით გარეჯი: საქართველოს სასარგებლოდ თუ საზიანოდ?

ივერი მელაშვილი: ჭეშმარიტების დასადგენად პროკურატურა ცუდი ადგილია

პროკურატურა: საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის მონაკვეთები ჩვენს საზიანოდ შეთანხმდა

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG