Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ალიევის თქმით, აზერბაიჯანი ოკუპირებულ ტერიტორიებს ან მშვიდობიანი გზით დაიბრუნებს, ან ომით


ილჰამ ალიევი
ილჰამ ალიევი

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა სატელევიზიო მიმართვაში განაცხადა, რომ აზერბაიჯანის არმიამ მთიან ყარაბაღში დაიკავა ქალაქი ჰადრუთი და მიმდებარე სოფლები - ჩაილი, გორეზილი, გარაჯალი, გიშლაგი, სულეიმანლი, ეფენდილერი და სური.

ალიევმა სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს ბრალი დასდო სამშვიდობო პროცესის ჩაშლაში თავისი მოქმედებებითა და განცხადებებით.

ალიევის თქმით, ის მოელის, რომ დღეს მოსკოვში, სადაც ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა იმართება, სომხეთი დაუბრუნდება ადრე შეთანხმებულ პრინციპებს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ალიევის თქმით, აზერბაიჯანი ოკუპირებულ ტერიტორიებს ან მშვიდობიანი გზით დაიბრუნებს, ან ომით.

მთლიანი ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში ვითარება მკვეთრად გამწვავდა 27 სექტემბერს. განახლებული საბრძოლო მოქმედებები ყველაზე მწვავეა 1994 წლის საზავო შეთანხმების შემდეგ. ერევანი და ბაქო ერთმანეთს ადანაშაულებენ კონფლიქტის ესკალაციაში. ორივე მხარეს არის დაღუპულები და დაჭრილები, მათ შორის, მშვიდობიან მოსახლეობაში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG