Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჯონდი ბაღათურია: პუტინი დასამარცხებელი არ არის, პუტინი მოსალაპარაკებელია


ჯონდო ბაღათურია
ჯონდო ბაღათურია

„არა, პუტინი არ არის დასამარცხებელი, პუტინი მოსალაპარაკებელია. პუტინი დასამარცხებელია, ამის თქმის უფლებას თავის თავს არ აძლევს შეერთებული შტატების პრეზიდენტი და ჩვენ ეს მატრაკვეცობა რა ძვუირი გვიჯდება თუ ატყობთ“, - განაცხადა რადიო თავისუფლების „დილის საუბრებში“ პოლიტიკური მოძრაობა „ქართული დასის“ ლიდერმა ჯონდო ბაღათურიამ, რომლის აზრითაც, რუსეთთან სამოკავშირეო ურთიერთობების აღდგენა ქვეყნის გამთლიანებისა და გაერთიანების გზაა.

გადაცემაში მან ისაუბრა ასევე საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის შესაძლებლობას და განაცხადა, რომ საქართველოს ახლა ნატოში გაწევრიანების არანაირი თეორიული პერსპექტივა არ აქვს:

„არასდროს არ მითქვამს, რომ კატეგორიულად ეს არ გვინდა ან გვინდა, თუ ნატოში გაწევრიანება საქართველოს უსაფრთხოების გარანტიას აძლევს, თუ ზრდის უსაფრთხოებას, მაშინ რა თქმა უნდა გვინდა, მაგრამ ჩვენ ვხედავთ, რომ ნატოს სახელმწიფოები ენის მოჩლექვით ელაპარაკებიან რუსეთს, როგორც კი საქართველოს ნატოში გაწევრიანებაზე მიდგება საქმე. არანაირი თეორიული პერსპექტივა ეხლა ნატოში გაწევრიანების საქართველოს არ აქვს. ჩვენ გვაქვს პერსპექტივა, რომ საქართველო გადაიქცეს რუსეთსა და დასავლეთს შორის დაპირისპირების ასპარეზად, როგორც სირია და დღეს სირია 22 მილიონიანი ქვეყანა ნანგრევებშია და ეს ჩვენ არ უნდა დავუშვათ“, - განაცხადა ჯონდო ბაღათურიამ „დილის საუბრებში“.

ჯონდო ბაღათურია ვაკის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატია, იგი წარმოადგენს "ჯონდო ბაღათურია-ქართულ დასს", რომელიც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში 49-ე საარჩევნო ნომრით მონაწილეობს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG