Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ტიკარაძე: ჩვენ ვიმყოფებით უღელტეხილზე


ეკატერინე ტიკარაძე
ეკატერინე ტიკარაძე

ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2"-ის ეთერში შეაფასა, რა ეტაპზეა საქართველოში კორონავირუსის გავრცელება. „ჩვენ ვიმყოფებით უღელტეხილზე", - თქვა ტიკარაძემ.

მაისში ჯანდაცვის მინისტრი ამბობდა: „ჩვენ არ გვაქვს არც პლატო და არც ვაკე. თუმცა ეს არის ტერმინი, რომელსაც ჩვენც ვიყენებთ ეპიდსიტუაციის აღწერისთვის. რეალურად, ჩვენ რომ დავაკვირდეთ იმ მონაცემებს, რომელიც ჩვენ გვაქვს, გვაქვს ტეხილი".

იმდროისთვის საქართველოში კორონავირუსის 604 შემთხვევა იყო დადასტურებული და 9 ადამიანი - გარდაცვლილი.

13 ოქტომბრის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 12841 დადასტურებული შემთხვევაა, მათ შორის გამოჯანმრთელებულია - 6867, გარდაიცვალა 102 ადამიანი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG