Accessibility links

site logo site logo

„გაზეთ ბათუმელებს" სოლიდარობა გამოუცხადეს


ბათუმში ევროპის მოედანზე შეკრებილმა ჟურნალისტებმა, აქტივისტებმა, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებმა მხარდაჭერა გამოუცხადეს „გაზეთ ბათუმელებს". აქციის მონაწილეებმა გააპროტესტეს პოლიტიკური თანამდებობის პირის მხრიდან ჟურნალისტის გინების ფაქტი.

ხელვაჩაურის მერმა, ჯუმბერ ვარდმანიძემ „ბათუმელების" ჟურნალისტს აგინა. ამის შესახებ 12 ოქტომბერს გახდა ცნობილი. „ბათუმელების“ განცხადებით, მერი გააღიზიანა შეკითხვამ, რომელიც ეხებოდა საარჩევნო პროცესში მერიის კუთვნილი მანქანის გამოყენებას. სიტყვიერი შეურაცხყოფის სატელეფონო ჩანაწერი გამოცემამ გაასაჯაროვა. თავის მხრივ, ხელვაჩაურის მერმა ჟურნალისტის შეურაცხყოფის ფაქტი დაადასტურა და განაცხადა, რომ ემოციებს აჰყვა და სინანული უკვე გამოთქვა.

ინციდენტს გამოეხმაურა საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია. ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ ხელვაჩაურის მერმა შეურაცხყოფის გამო პასუხი უნდა აგოს.

„საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია მოუწოდებს მმართველ გუნდს, შეისწავლოს აღნიშნული შემთხვევა, ვინაიდან, ეს მათი პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხიცაა", - ვკითხულობთ განცხადებაში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG