პარტია "მოქალაქეების" ერთ-ერთმა დამფუძნებელმა და საბურთალოს მაჟორიტარობის კანდიდატმა, ალეკო ელისაშვილმა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის პროპორციული სიის 10-ეული წარადგინა. შეხვედრა თბილისში, ბეთლემის ქუჩაზე გაიმართა.
პარტიის სლოგანია "გისმენთ 24 საათი" და სწორედ ამ მიზნით სიის 10-ეულის ნომრები საჯარო გახადეს, რათა მოქალაქეებმა დაურეკონ.
სიის ათეული ასეთია:
- ალეკო ელისაშვილი - პოლიტოლოგი - 593 58 40 52;
- ლევან იოსელიანი - კერძო სამართლის სპეციალისტი - 593 58 40 52;
- ქეთევან თურაზაშვილი - პროფესიული განათლების სპეციალისტი - 599221198;
- გენრი დოლიძე - მწერალი დრამატურგი - 593 24 68 10;
- ივანე ნორაკიძე - ბიზნეს სამართლის სპეციალისტი - 591 07 06 79;
- ფატი ბარჯაძე - საგადასახადო სამართლის სპეციალისტი - 595 19 29 39;
- სულხან ნამჩევაძე - ჟურნალისტი - 596 104 401;
- გიორგი გაბაიძე - მწერალი - 555 52 24 15;
- ნატო კირვალიძე - გარემოს დამცველი - 577 41 81 71;
- გიორგი რეხვიაშვილი - საერთაშორისო სამართლის სპეციალისტი - 577 180 868.