Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აჭარაში ორშაბათიდან საზოგადოებრივი ტრანსპორტი გაიხსნება


19 ოქტომბრიდან აჭარაში საზოგადოებრივი ტრანსპორტი, მათ შორის საქალაქთაშორისო ტრანსპორტი გაიხსნება, აჭარაში სასწავლო პროცესზე შეზღუდვები დარჩება, ისევე როგორც რესტორნებზე და გასართობ დაწესებულებელზე აჭარისთვის შეზღუდვები გაგრძელდება,- განაცხადა პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე.

გასული 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის 919 შემთხვევა გამოვლინდა, საიდანაც აჭარაში - 286;

მანამდე აჭარაში დაწესებულები შეზღუდვების შესაძლო შემსუბუქების შესახემ 9 ოქტომბერს ისაუბრა ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ. მისი განმარტებით შეზღუდვების შემსუბუქების პირველ ეტაპზე აღდგებოდა მუნიციპალური ტრანსპორტის მიმოსვლა.

აჭარის რეგიონში შეზღუდვები 25 სექტემბრიდან მოქმედებს. არ მუშაობს მუნიციპალური ავტოტრანსპორტი. რესტორნები მუშაობას წყვეტენ ღამის ათ საათზე. დაკეტილია საბავშვო ბაღები. სკოლები და უმაღლესი სასწავლებლები დისტანციური სწავლების რეჟიმზე არიან.

აჭარაში ეპიდაფეთქება სექტემბრიდან დაიწყო.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG