Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გახარია: ნოემბრიდან თბილისიდან და ქუთაისიდან ევროპის მიმართულებით პირდაპირი ფრენები დაემატება


საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას თქმით, ნოემბრიდან ეტაპობრივად ქუთაისისა და თბილისის აეროპორტიდან ევროპის მიმართულებით ფრენები დაემატება. ამის შესახებ მან საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მისივე თქმით, ოქტომბრის ბოლოდან უკვე არსებულ მიმართულებებზე გაიზრდება ფრენის სიხშირეები, საფრანგეთისა და გერმანიის მიმართულებით.

"ეს გარდა იმისა, რომ ჩვენს მოქალაქეებს მისცემს საშუალებას ევროპაში გადაადგილების, ეკონომიკას მისცემს მეტ ჟანგბადს და დაგვეხმარება ქვეყანაში [არჩევნებისთვის] დამკვირვებლების შემოყვანის", - თქვა გახარიამ.

გახარიამ ასევე დააანონსა ისიც, რომ საქართველოსა და ევროპას შორის ფრენების დამატების შემდეგ, ნოემბრიდან ქვეყანაში დაბრუნებულ საქართველოს მოქალაქეს PCR ტესტის წარდგენის შემთხვევაში კარანტინში აღარ გადაიყვანენ. მას 12 დღის განმავლობაში თვითიზოლაციაში ყოფნა მოუწევს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG