Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნოემბრიდან საქართველოში დაბრუნებულ მოქალაქეებს, რომლებსაც PCR ტესტი ექნებათ, კარანტინში აღარ გადაიყვანენ


მოქალაქეს, რომელიც ქვეყანაში დაბრუნების დროს ბოლო 72 საათში ჩატარებულ PCR ტესტის პასუხს წარადგენს, კარანტინის გავლა აღარ მოუწევს. პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას თქმით, ეს წესი მას შემდეგ ამოქმედდება, რაც ევროპისკენ დამატებითი ფრენები დაინიშნება. გახარიამ ფრენების დამატების თარიღად ნოემბერი დაასახელა.

გიორგი გახარიამ განმარტა, რომ მათ 12 დღის განმავლობაში თვითიზოლაციაში გადასვლა მაინც მოუწევთ. მან ასევე აღნიშნა, რომ ყველა ის მოქალაქე, რომელიც PCR ტესტს არ წარადგენს საზღვარზე, კვლავ შეეძლებათ საკარანტინე სივრცეებში გადასვლა.

ბოლო რამდენიმე თვეა, საქართველოში ჩამოსული საქართველოს მოქალაქეებისთვის საკარანტინე სივრცეში ყოფნა სავალდებულოა. ქვეყანაში დაბრუნებული მოქალაქე საზღვრიდანვე საკარანტინე სივრცეებად გადაკეთებულ სასტუმროებში გადაჰყავთ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG