Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ანა დოლიძე "ქართულ ოცნებას" საარჩევნო კამპანიის დროს თვალთვალში ადანაშაულებს


დიდუბე-ჩუღურეთის დამოუკიდებელი კანდიდატი, ანა დოლიძე მმართველი პარტიის კანდიდატს ამავე უბანში, გია ვოლსკის საარჩევნო კამპანიის დროს თვალთვალში ადანაშაულებს. დოლიძემ გამოძიების დაწყების მოთხოვნით შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართა.

"კონკრეტული ფაქტები, კონკრეტული ფოტოები ხალხის, ე.წ. ასინეთების, რომლებიც დაქირავებული ჰყავს გია ვოლსკის შტაბს და ქართულ ოცნებას იმისთვის, რომ გვითვალთვალოს და გადაიღოს ყველა მოქალაქე, რომელიც ჩვენს შეხვედრებზე დადის", - ამბობს დოლიძე.

ის გამოძიების ადევნების მუხლით დაწყებასა და საქმეში დაზარალებულის სტატუსის მიღებას ითხოვს.

საკითხზე ინფორმირებულია "ქართული ოცნება", თუ ამ საკითხზე პარტიაში კომენტარს გააკეთებენ, რადიო თავისუფლება შემოგთავაზებთ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG