Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშკარად ორი ვირუსი გვაქვს დასაძლევი - კახა კალაძე ენმ-ის აქციაზე ბათუმში


კახა კალაძე
კახა კალაძე

აშკარად ორი ვირუსი გვაქვს დასაძლევი, - ასე გამოეხმაურა თბილისის მერი და "ქართული ოცნების" გენერალური მდივანი კახა კალაძე „ნაციონალური მოძრაობა -ძალა ერთობაშიას“ ხალხმრავალ აქციას, რომელიც ბათუმში 16 ოქტომბერს გაიმართა. სოციალურ ქსელ „ფეისბუკში“ მან დაწერა, რომ პანდემიის პირობებში პოლიტიკური პასუხისმგებლობა არ არსებობს სოციალური პასუხისმგებლობის გარეშე:

„ამ რეალობაში ვართ და ესაა ფაქტი. როგორ იქნება რომელიმე პოლიტიკური დაჯგუფება პასუხისმგებელი მთელ ქვეყანაზე, როცა ერთი მიტინგის დროსაც კი ეს ‘’ფეხებზე ჰკიდიათ"? პოლიტიკაში შემთხვევით არაფერი ხდება, ყველაფერი დაგეგმილია, მიზანი გააზრებული, შედეგები გათვლილი....დასკვნები თავად გამოიტანეთ იმაზე, რაც დღეს ბათუმში მოხდა და როგორც ჩატარდა შეხვედრა. აშკარად ორი ვირუსი გვაქვს დასაძლევი“, - აღნიშნა კახა კალაძემ „ფეისბუკში“.

გუშინ , 16 ოქტომბერს, "ნაციონალურმა მოძრაობა - ძალა ერთობაშიამ" ხალხმრავალი აქცია გამართა. აქციის მონაწილეების უმრავლესობას პირბადე არ ეკეთა, არ იყო დაცული სოციალური დისტანციაც. ხალხმრავალი აქციის მიზანი აჭარის მაჟორიტარობის კანდიდატების საზოგადოებისთვის კიდევ ერთხელ გაცნობა იყო.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG