Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბათუმის სათნოების სახლის ბენეფიციარებს კორონავირუსის შედარებით მსუბუქი ფორმა აქვთ


ბათუმის სათნოების სახლის 11 ინფიცირებულ ბენეფიციარს კორონავირუსის მსუბუქი მიმდინარეობა აქვს, მათი ნაწილი კოვიდსასტუმროში, ნაწილი კი სტაციონარში მკურნალობს - ამის შესახებ რადიო თავისუფლებას უთხრეს აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში. მისი ინფორმაციით, თავშესაფრის 11 მობინადრეს კორონავრიუსი ბოლო ერთი კვირის განმავლობაში, სხვადასხვა დღეს გამოუვლინდა.

სათნოების სახლ „სავანის“ ხელმძღვანელი, დეკანოზი იოანე ბარამიძე ამბობს, რომ თავშესაფრის 70 მობინადრე კორონავირუსისგან უკვე გამოჯანმრთელდა და მათგან ყველაზე უფროსი 87 წლისაა.

„სამწუხაროდ, ჯამურად გვყავს 7 დადასტურებული გარდაცვლილი. სულ დაწესებულებაში 120 მობინადრე იყო. დანარჩენი მობინადრეები იზოლაციაში არიან და მათ პერიოდულად ტესტირება უტარდებათ. დაწესებულება საკარანტინე პირობებში ცხოვრობს. თანამშრომლებს უკვე მოგვეცა საშუალება, სახლში დავბრუნდეთ თვითიზოლაციის პირობებში“, - უთხრა რადიო თავისუფლებას დეკანოზმა იოანე ბარამიძემ.

ბათუმის სათნოების სახლში კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევები სექტემბრის დასაწყისში დადასტურდა. სულ აღიცხულია 80-ზე მეტი შემთხვევა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG