Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შიდა ქართლში გაიხსნება ახალი COVID-ცენტრები


გორის სამედიცინო კლინიკა „გორმედი“
გორის სამედიცინო კლინიკა „გორმედი“

„გორმედის" კლინიკების ქსელში ცვლილებებია. კორონავირუსის შემთხვევების ზრდის გამო, „გორმედის“ დამოუკიდებელ კორპუსში ახალი, 35 საწოლზე გათვლილი COVID-კლინიკა ყალიბდება, ხაშურში კი - 90-საწოლიანი კლინიკა მთლიანად COVID-ცენტრად გარდაიქმნება. ამის თაობაზე განცხადებას ქსელის მთავარი ხელმძღვანელი გია სვანაძე ავრცელებს. მისი თქმით, ხაშურის კლინიკური საავადმყოფო არა მხოლოდ რეგიონის, არამედ მთელი საქართველოდან მიიღებს პაციენტებს.

„ცალკე, დამოუკიდებელ კორპუსში უკვე ყალიბდება 35 საწოლზე გათვლილი COVID-ის კლინიკა მძიმე შემთხვევებისთვის, დამატებით, „გორმედის" ქსელის ხაშურის კლინიკური საავადმყოფო COVID-ცენტრად 90 საწოლზე სრულად დაიტვირთება, რომელიც არა მხოლოდ გორის ან ხაშურის, არამედ მთელი საქართველოდან მიიღებს COVID-ინფიცირებულ პაციენტებს", - აცხადებს გია სვანაძე.

19 ოქტომბერს, დილის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსი 1 186 პირს დაუდასტურდა.

შვიდი ინფიცირებული გარდაიცვალა. ქვეყანაში, დაახლოებით, 70-მდე მძიმე პაციენტია. საქართველოში სულ კორონავირუსის 18 663 შემთხვევა დადასტურდა, მათ შორის, გამოჯანმრთელებულია - 8338, გარდაიცვალა 143 ადამიანი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG