სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ზოჰრაბ მნაცაკანიანი მოსკოვში იმყოფება. ეს ცნობილი გახდა სამინისტროს პრესმდივნის მიერ ფეისბუკით გავრცელებული შეტყობინებიდან, სადაც მხოლოდ ის არის ნათქვამი, რომ სამუშაო ვიზიტი ხანმოკლეა.
9-10 ოქტომბერს მოსკოვში, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვის მონაწილეობით გაიმართა აზერბაიჯანის და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრების, ჯეიჰუნ ბაირამოვის და ზოჰრაბ მნაცაკანიანის შეხვედრა, რომელზეც მხარეები შეთანხმდნენ მთიან ყარაბაღში ჰუმანიტარული მიზნებით ცეცხლის შეწყვეტაზე. ეს შეთანხმება არ სრულდება.
19 ოქტომბერს, გამოცემა Politico-მ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ამ კვირის პარასკევს აზერბაიჯანისა და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრები ვაშინგტონში შეხვდებიან აშშ-ის სახელმწიფო მდივანს, მაიკ პომპეოს.