Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს ოლიმპიური კომიტეტის მოწოდება: „გავერთიანდეთ დავით ხახალეიშვილის გადასარჩენად“


Georgia -- David Khakhaleishvili
Georgia -- David Khakhaleishvili

საქართველოს ეროვნულმა ოლიმპიურმა კომიტეტმა ქვეყნის ხელისუფლებას და საზოგადოებას, ვეტერანი ძიუდოისტის დავით ხახალეიშვილის გადასარჩენად მობილიზებისკენ მოუწოდა. ბარსელონის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი გულთან დაკავშირებული პრობლემის გამო, თბილისის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრში იმყოფება და მისი მდგომარეობა მძიმეა.

სეოკ-ის პრეზიდენტმა ლერი ხაბელოვმა საგანგებო პრესკონფერენციაზე, ჟურნალისტებს გააცნო ოლიმპიური კომიტეტის განცხადება:

„ლეგენდარულ ძიუდოისტს, ბარსელონის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონს დავით ხახალეიშვილს შეექმნა ჯანმრთელობის უმძიმესი პრობლემა - დაუდგინდა დილატაციური კარდიომიოპათია რთული ფორმით. ქართველი და უცხოელი ექიმების დასკვნით, დავით ხახალეიშვილის სიცოცხლის გადარჩენის ერთადერთ გამოსავლად რჩება გულის ურთულესი და ძვირადღირებული ოპერაცია, რომელიც უნდა გაკეთდეს საზღვარგარეთ. ამჟამად დავით ხახალეიშვილი კრიტიკულ მდგომარეობაში იმყოფება თბილისის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრში“ - წერია განცხადებაში.

ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტის განცხადებით, დავით ხახალეიშვილის ოპერაცია და შემდგომი მკურნალობა-რეაბილიტაცია 250 ათასი აშშ დოლარი ჯდება.

XS
SM
MD
LG