Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გიორგი მიქაუტაძე ტოვებს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნის თანამდებობას


გიორგი მიქაუტაძე
გიორგი მიქაუტაძე

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო ახალ მდივანს აირჩევს. ამ თანამდებობას ტოვებს გიორგი მიქაუტაძე, რომელიც უზენაესი სასამართლოს პლენუმმა სამოქალაქო საქმეთა პალატის თავმჯდომარედ აირჩია. იუსტიციის საბჭოს განმარტებით, კანონმდებლობით, ეს თანამდებობა შეუთავსებელია საბჭოს მდივნის თანამდებობასთან.

იუსტიციის უმაღლესი საბჭო ახალ მდივანს 30 ოქტომბერს აირჩევს.

გიორგი მიქაუტაძემ მდივნის თანამდებობა 2017 წლის ივნისში დაიკავა. 2019 წლის დეკემბრიდან მიქაუტაძე უზენაესი სასამართლოს მოსამართლეა.

სამოქალაქო სექტორის და ოპოზიციური პარტიების დიდი ნაწილი გიორგი მიქაუტაძეს მიიჩნევს სასამართლოში არსებული „კლანის“ წარმომადგენლად. თავად მიქაუტაძე "კლანის" არსებობას გამორიცხავს.

ბოლო დრომდე გიორგი მიქაუტაძე ასრულებდა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოვალეობასაც. 15 ოქტომბერს, საბჭომ თავმჯდომარედ აირჩია საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ნინო ქადაგიძე.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG