Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში კორონავირუსის 5 ახალი შემთხვევაა


რუსეთის მიერ ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში კორონავირუსის 5 ახალი შემთხვევა დაადასტურეს. ე.წ. სამხრეთ ოსეთის მთავარი სანიტარიული ექიმის, მარინა კოჩიევას ინფორმაციით, პანდემიის დაწყებიდან სულ 367 ადამიანი დაინფიცირდა, მათგან 277 რუსეთთან „საზღვრის“ გახსნის შემდეგ, ანუ 15 სექტემბრიდან.

დღესვე ცხინვალის ინფექციური საავადმყოფოს მთავარმა ექიმმა, ელეონორა ჯოიევამ სააგენტო „რესს“ უთხრა, რომ კლინიკაში გარდაიცვალა 47 წლის მამაკაცი, რომელიც დაახლოებით 10 დღის განმავლობაში შინ მკურნალობდა, სამედიცინო გამოკვლევის შედეგად კი ორმხრივი პნევმონია დაუდგინდა და ჰოსპიტალიზაციიდან ერთ საათში გარდაიცვალა. ამასთან, ჯიოევა არაფერს ამბობს იმის შესახებ, ჰქონდა თუ არა პაციენტს COVID-19.

ამ დრომდე, დე ფაქტო ხელისუფლებას დადასტურებული აქვს კორონავირუსით 2 ადამიანის გარდაცვალება.

XS
SM
MD
LG