Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს სარაგბო ნაკრები შოტლანდიასთან სტუმრად დამარცხდა


საქართველოს სარაგბო ნაკრებმა COVID-19-ით გამოწვეული რვათვიანი პაუზის შემდეგ, პირველი თამაში გამართა. ლევან მაისაშვილის გაწვრთნილი გუნდი ტესტ მატჩში „მარიფილდზე" შოტლანდიის ნაკრებს დაუპირისპირდა და დამარცხდა ანგარიშით 7:48. ქართველთაგან ერთადერთი ლელო აკაკი ტაბუცაძემ გაიტანა, მეორე ტაიმის დასაწყისში. გარდასახა თედო აბჟანდაძემ.

შემდეგი თამაშები „ბორჯღალოსნებს“ შემოდგომის ერთა თასზე“ ელით. ტურნირის ჯგუფურ ეტაპს 14 ნოემბერს გახსნიან, ინგლისთან შეხვედრით. 21 ნოემბერს უელსს დაუპირისპირდებიან, ხოლო 29-ში - ირლანდიას

XS
SM
MD
LG