Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ის სენატმა უზენაესი სასამართლოს წევრად დაამტკიცა ეიმი კონი ბარეტი


აშშ-ის სენატმა, სადაც უმრავლესობას რესპუბლიკელები ფლობენ, უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ დაამტკიცა პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიერ წარდგენილი ეიმი კონი ბარეტი.

მისმა არჩევამ კიდევ უფრო განამტკიცა აშშ-ის ისტორიაში უზენაესი სასამართლოს ერთ-ერთი ყველაზე კონსერვატიული შემადგენლობა. თანაფარდობა კონსერვატორთა სასარგებლოდ გაიზარდა(6-3).

იდეოლოგიური ბალანსი აშშ-ის უზენაეს სასამართლოში, სადაც 9 სამუდამოდ არჩეული მოსამართლეა, გადამწყვეტ როლს ასრულებს მნიშვნელოვანი საკანონმდებლო გადაწყვეტილებების მიღებისას.

სენატის უმრავლესობის მხარდაჭერის შემდეგ, ეიმი კონი ბარეტმა თეთრი სახლის ეზოში დადო უზენაესი სასამართლოს მოსამართლის ფიცი.

სამართლის პროფესორი, 48 წლის ეიმი კონი ბარეტი მორწმუნე კათოლიკე და 7 შვილის დედაა. უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ მის არჩევას მხარს უჭერდნენ რელიგიური კონსერვატორები, რომლებსაც აბორტის აკრძალვის იმედი აქვთ.

უზენაესი სასამართლოს ახალი წევრის არჩევა საჭირო მას შემდეგ გახდა, რაც 2020 წლის სექტემბერში გარდაიცვალა ლიბერალური შეხედულებებით ცნობილი მოსამართლე რუთ გინზბურგი.

დემოკრატები ამაოდ ცდილობდნენ იმის დამტკიცებას, რომ უზენაესი სასამართლოს ახალი წევრი 3 ნოემბრის არჩევნებში გამარჯვებულმა პრეზიდენტმა უნდა წარადგინოს.

XS
SM
MD
LG