Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში კორონავირუსით კიდევ 1 ადამიანი გარდაიცვალა და 64 დაინფიცირდა


ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში დღეს დილით დაადასტურეს კორონავირუსის 64 ახალი შემთხვევა და კიდევ 1 პაციენტის გარდაცვალება.

ე.წ. სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის მთავარმა სანიტარიულმა ექიმმა, მარინა კოჩიევამ სააგენტო „რესს“ უთხრა, რომ ინფექციურ საავადმყოფოში გარდაიცვალა 65 წლის მამაკაცი. მანამდე დე ფაქტო მთავრობას დადასტურებული ჰქონდა 2 ლეტალური შედეგი.

კოჩიევას ინფორმაციით, რუსეთთან „საზღვრის“ გახსნის შემდეგ, ანუ 15 სექტემბრიდან, ინფიცირებულია 533 მოქალაქე. ოკუპირებულ რეგიონში მაისის შემდეგ სულ აღრიცხული აქვთ კორონავირუსის 623 შემთხვევა.

„რესის“ ინფორმაციით, დღეს ცხინვალში განთავსდა რუსეთის თავდაცვის სამინისტროს 150 ადგილიანი სამხედრო-საველე ჰოსპიტალი, რომელიც აღჭურვილია საჭირო აპარატურით და აქვს ლაბორატორია PCR-ტესტირებისთვის.

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო ხელისუფლებამ რუსეთს ჰოსპიტლის გახსნა გასულ კვირაში თხოვა. მანამდე რუსეთისგან ჰოსპიტალი ითხოვა აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობამაც. სოხუმში სამხედრო-საველე ჰოსპიტალი გასულ კვირაში განათავსეს.

აპრილიდან 26 ოქტომბრის ჩათვლით, აფხაზეთში აღრიცხული აქვთ კორონავირუსით ინფიცირების 3839 შემთხვევა. მათგან 1464 გამოჯანმრთელების. COVID-19-ით გარდაცვლილია 36 ადამიანი.

XS
SM
MD
LG