Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კორონავირუსის 1731 ახალი შემთხვევიდან 636 თბილისიდანაა


საქართველოში გამოვლენილი კორონავირუსის 1731 ახალი შემთხვევიდან უმრავლესი, 636 თბილისიდანაა. მძიმე პაციენტი 521-ია, მათგან ხელოვნური სუნთქვის აპარტზე მიერთებულია 120 პირი.

ინფიცირებულთა რიცხვი ასე გადანაწილდა:

  • აჭარა - 333;
  • იმერეთი - 320;
  • სამეგრელო-ზემო სვანეთი - 119;
  • ქვემო ქართლი - 121;
  • მცხეთა-მთიანეთი - 9;
  • შიდა ქართლი - 76;
  • კახეთი - 45;
  • სამცხე-ჯავახეთი - 39;
  • რაჭა-ლეჩხუმი - 15;
  • გურია - 18.

თებერვლიდან, როცა საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების პირველი ფაქტი დადასტურდა, სულ აღრიცხულია 33 858 შემთხვევა.

ბოლო 24 საათში კორონავირუსისგან განიკურნა 2197 პაციენტი. სულ გამოჯანმრთელებულია 14 829.

დღეს დილით დადასტურდა კორონავირუსით ინფიცირებული კიდევ 15 პაციენტის გარდაცვალება. აპრილის დასაწყისიდან საქართველოში COVID-19-ით გარდაცვლილია 253 ადამიანი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG