აშშ-ის სენატორთა ჯგუფმა ორივე წამყვანი პარტიის წევრთა მონაწილეობით წარადგინა რეზოლუცია, რომელიც გენოციდად აღიარებს პეკინის მოქმედებებს უიღურებისა და სხვა, ძირითადად მუსლიმი ეთნიკური ჯგუფების მიმართ სინძიან-უიღურის ავტონომიურ რაიონში, ჩინეთის ჩრდილო-დასავლეთში.
„ჩინეთის მიერ უიღურებისა და მუსლიმური უმცირესობების სხვა წარმომადგენელთა დევნა - გაძლიერებული თვალთვალი, დაპატიმრება, წამება, ძალადობრივი მოთავსება აღზრდის ბანაკებში - ყველაფერი ეს აშკარა გენოციდია,“ განაცხადა დემოკრატმა სენატორმა ჯეფ მერკლიმ. მისი სიტყვებით, კანონმდებელთა ორპარტიული ინიციატივა ითვალისწინებს გაეროს 1948 წლის კონვენციით ჩინეთის პასუხისგებას გაფრთხილებისა და გენოციდისთვის დასჯის სახით.
რეზოლუცია აფართოებს ადრე სენატის მიერ დამტკიცებული ზომების სიას, რომლებიც ჩინეთში უიღურების მდგომარეობასთანაა დაკავშირებული. ერთ-ერთი წინა გადაწყვეტილება აშშ-ის ბაზარზე წვდომას უკრძალავს საქონელს, რომელიც ძალდატანებითი შრომითაა წარმოებული.
ამჟამინდელი რეზოლუცია, როგოც ჩანს, მალე არ იქნება მიღებული, ვინაიდან სენატის 3 ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ განაახლებს სხდომებს.
პეკინს 2017 წლიდან ედება ბრალი მილიონზე მეტი მუსლიმი უიღურისა და სხვა უმცირესობების წარმომადგენლთა ინტერნირებაში ბანაკებსა და ციხეებში.