Accessibility links

IPM: პარტიებისა და მათი ინტერესების გამტარი ჟურნალისტების დამსახურებით მოხდა კვლევის პოლიტიზება


„აიფიემ კვლევები“ აცხადებს, რომ კომპანიისა და მისი კვლევის შესახებ ბოლო დღეებში დეზინფორმაცია ვრცელდება:

„გასული თვეების განმავლობაში კომპანია "აიფიემ"-ი ატარებდა World Value Survey-ზე დაფუძვნებულ კვლევას, რომელიც მოიცავს საზოგადოების დამოკიდებულებას უმცირესობებისადმი, პროტესტის ფორმებს და სხვა სოციალურ საკითხებს“, - აცხადებს კომპანია.

28 ოქტომბერს, „ქართული ოცნების“ ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, თითქოს „რადიკალური ოპოზიცია“ განიხილავს შეიარაღებული ამბოხის სცენარს და ამ საკითხზე მოქალაქეთა რეაქციის გასარკვევად კვლევას უკვეთავს „რადიკალურ ოპოზიციასთან მჭიდროდ დაკავშირებულ კომპანია“ IPM-ს.

კობახიძის ინფორმაციით, ანკეტაში ჩაწერეს შეკითხვა, პროტესტის რა ფორმა იქნება მისაღები იმ შემთხვევაში, თუ არჩევნების შედეგებმა არ დაგაკმაყოფილათ და პასუხებში მოქალაქეებს სახელმწიფო დაწესებულებების ბლოკირების და შიმშილობის კვალდაკვალ ასარჩევად შესთავაზეს სახელმწიფო შენობების დაკავება და მოთხოვნის დაკმაყოფილების მიზნით ფიზიკური ან შეიარაღებული ძალის გამოყენება.

IPM-ის მტკიცებით, მათ სამ ტელეკომპანიას მისცეს ინფორმაცია კვლევასთან დაკავშირებით და შესთავაზეს, გაცნობოდნენ World Value Survey კითხვარს.

„ცალკეული პოლიტიკური აქტორების და კონკრეტული პოლიტიკური პარტიების ინტერესების გამტარი ჟურნალისტების დამსახურებით, მაინც მოხდა თემის პოლიტიზება“, - აცხადებს IPM.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG