Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

Wizz Air ვარაუდობს, რომ მომავალი წლის გაზაფხულზე საქართველოში კვლავ აღადგენს ბაზას - თურნავა


საქართველოს ეკონომიკის მინისტრი, ნათია თურნავა ამბობს, რომ ავიაკომპანია Wizz Air საქართველოში ფრენების აღდგენას გაზაფხულიდან გეგმავს. მისი თქმით, ავიაკომპანიებმა კოვიდპირობებში დაინახეს საქართველოს ეკონომიკის აღმავალი ტემპი.

"ოპტიმისტურად აფასებენ საავიაციო კომპანიები მომავალში საქართველოში ფრენის პერსპექტივებს და ტურიზმის აღდგენის პერსპექტივებს. რა თქმა უნდა, ეს არ მოხდება მყისიერად, მოხდება ეტაპობრივად, მაგრამ ეს აძლევს საშუალებას Wizz Air-ს. Wizz Air ვარაუდობს, რომ მომავალი წლის გაზაფხულზე კვლავ აღადგენს საქართველოში ბაზას", - თქვა მინისტრმა.

კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვების გამო ავიაკომპანია Wizz Air-მა, რომელიც საქართველოში ტურისტების შემომყვანი ერთ-ერთი ყველაზე დიდი კომპანია იყო, ფრენები რამდენიმე თვის განმავლობაში შეწყვიტა. კომპანიამ რამდენიმეთვიანი პაუზის შემდეგ პირველი რეგულარული ფრენა რამდენიმე კვირის წინ განახორციელა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG