Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ეთერ ლიპარტელიანი: „მაქსიმალურად ვიცავდი ყველა რეგულაციას, მაგრამ სამწუხაროდ“..


ძიუდოში საქართველოს ქალთა ნაკრების მწვრთნელსა და სპორტსმენებს კორონავირუსი დაუდასტურდათ და საწვრთნელი შეკრებიდან თვითიზოლაციაში გადაინაცვლეს. ძიუდოისტები გორში ემზადებოდნენ, 19-21 ნოემბერს პრაღაში გასამართი ევროპის ჩემპიონატისთვის. ინფიცირებულთა შორისაა კადეტებს, ახალგაზრდებსა და 23-წლამდელთა შორის ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონი ეთერ ლიპარტელიანი.

„ტესტირება 27 ოქტომბერს ჩაგვიტარდა და მეორე დღეს შევიტყვეთ, რომ გუნდის ექვსი წევრის პასუხი დადებითი იყო. კორონავირუსი ჩემს გარდა დაუდასტურდათ მარიამ ჭანტურიას, მარიამ ჯანაშვილს, სალომე მაყიშვილს, სოფიო სომხიშვილს და ნაკრების მწვრთნელ კახა მოცრაძეს. ვირუსი მსუბუქ ფორმებში გვაქვს და ყველანი სახლებში ვმკურნალობთ. მაქსიმალურად ფრთხილი ვიყავი, ვიცავდი ყველა რეგულაციას, მაგრამ სამწუხაროდ... თან მაინც და მაინც ასეთ დროს - ევროპის ჩემპიონატის წინ. ჯერ არ ვიცი, როდის ჩამიტარდება შემდეგი ტესტირება. იმედია ყველაფერი კარგად იქნება, მალე შევძლებ ვარჯიშის გაგრძელებას და ევროპის ჩემპიონატზეც ვიჭიდავებ“ - უთხრა რადიო თავისუფლებას ეთერ ლიპარტელიანმა

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG