Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინის საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე სახელმწიფო ღალატშია ეჭვმიტანილი


ევროპის კავშირის პარლამენტის დეპუტატთა ჯგუფმა უკრაინას მიმართა მოწოდებით, აღადგინოს ანტიკორუფციული ეროვნული სააგენტო. ევროპის დეპუტატების მოწოდება ეწინააღმდეგება უკრაინის საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვით ეროვნულ ანტიკორუფციულ უწყებას ჩამოერთვა ხელისუფლების სასამართლო შტოს კონტროლის ფუნქცია.

ევროკავშირის პარლამენტარებმა გამოხატეს შეშფოთება უკრაინის საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების გამო და განაცხადეს, რომ ამით შეიქმნა „სამართლებრივი თხრილი“ ანტიკორუფციული რეფორმის შესახებ საკვანძო კანონში.

უკრაინის საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე, ალექსანდრ ტუპიცკიზე ეჭვი აქვთ, რომ მან სახელმწიფო ღალატი ჩაიდინა. უკრაინის გამოძიების სახელმწიფო ბიურომ დაიწყო „სასამართლომდელი გამოძიება ადამიანების ჯგუფის მიერ მიწის ნაკვეთის თვითნებური დაკავების და საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის მხრიდან სახელმწიფო ღალატის ფაქტების გარშემო", უთხრა ჟურნალისტებს გამოძიების სახელმწიფო ბიუროს დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა, ალექსეი სუხაჩოვმა.

საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ 2018 წლის ივლისში ადამიანებს ჯგუფთან ერთად თვითნებურად დაიკავა მიწის ნაკვეთი. გამომძიებლები თვლიან, რომ ამ დროს დაირღვა უკრაინის კანონი. ალექსანდრ ტუპიცკიმ ვითომ გაფორმა შეთანხმება, რომლის ჩარჩოებში მან აღიარა რუსეთის ორგანოების უფლებამოსილება, უკრაინული მიწის ნაკვეთის გასხვისების შესახებ ჩანაწერს გაკეთების შესახებ. შედეგად მიწის ნაკვეთი აღმოჩნდა რუსეთის ფედერაციის იურისდიქციაში, ნათქვამია გამოძიების ბიუროს დოკუმენტში. თუ ტუპიცკის დაუმტკიცდა ბრალეულობა უკრაინის სუვერენიტეტისა და უსაფრთხოებისთვის ზიანის მიყენების საქმეში, მას 15 წლიანი პატიმრობა ემუქრება, ცოლო ქონება კონფისცირებული იქნება. მიწის ნაკვეთი, რომელზეც ლაპარაკია, რუსეთის მიერ ანექსირებულ ყირიმში მდებარეობს.

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ 30 ოქტომბერს პარლამენტში შეიტანა კანონპროექტი საკონსტიტუციო სასამართლოსთვის უფლებამოსილების შეჩერების შესახებ. მის თანახმად, უნდა გაუქმდეს სასამართლოს ერთ-ერთი გადაწყვეტილება და უფლებამოსილება შეუწყდეს მოსამართლეებს, რომლებმაც ეს გადაწყვეტილება მიიღეს.

XS
SM
MD
LG