საქართველოს 8 მუნიციპალიტეტის ამომრჩევლები საქართველოს პარლამენტის დეპუტატების გარდა ირჩევენ საკრებულოების მაჟორიტარ წევრებს, ან მერებს.
საკრებულოების შუალედური არჩევნები მიმდინარეობს თბილისის კრწანისის ოლქში და თელავის, თეთრიწყაროსა და ონის მუნიციპალიტეტების მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქებში, სულ 39 უბანზე. ამ ოლქებში არჩეულ დეპუტატებს უფლებამოსილება ვადამდე შეუწყდათ.
მერების რიგგარეშე არჩევნები მიმდინარეობს კასპის, ონის, ხარაგაულის, თერჯოლისა და ქუთაისის მუნიციპალიტეტებში, სულ 254 საარჩევნო უბანზე. ამ მუნიციპალიტეტების მერებმა თანამდებობები საკუთარი განცხადებების საფუძველზე დატოვეს, კონკრეტული მიზეზების დაუსახელებლად.