Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

COVID-19-ით გარდაიცვალა 15 წლის მოზარდი


კორონავირუსით ინფიცირებული 15 წლის მოზარდი გარდაიცვალა. ინფორმაცია რადიო თავისუფლებას პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის სამედიცინო დირექტორმა, ლალი ტურძელაძემ დაუდასტურა.

მოზარდი ორ კვირაზე მეტია, მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა. კლინიკაში დამატებით დეტალებზე არ საუბრობენ.

გასული დღე-ღამის განმავლობაში, საქართველოში სულ გარდაიცვალა კორონავირუსით ინფიცირებული 22 პაციენტი და გარდაცვლილთა საერთო რიცხვი 307-მდე გაიზარდა.

31 ოქტომბრის დილის მონაცემებით დადასტურდა კორონავირუსის 1 673 ახალი შემთხვევა და 2 881-ით გაიზარდა კორონავირუსისგან განკურნებულთა რიცხვი. დღეისათვის ქვეყანაში COVID-19-ით ინფიცირებული 16 245 ადამიანი მკურნალობს კლინიკებსა და სახლებში.

XS
SM
MD
LG