ყაზახეთის მედიის ცნობით, 31 ოქტომბერს, სავარაუდოდ კორუფციის ბრალდებით, დააკავეს ქვეყნის ყოფილი ჯანდაცვის მინისტრი ელჟან ბირტანოვი. ყოფილი მაღალჩინოსნის დაპატიმრების შესახებ ცნობა გავრცელდა უსაფრთხოების ორგანოს ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით. მაგრამ ოფიციალურად ბირტანოვის დაპატიმრება ჯერ არ დადასტურებულა.
ყაზახეთის ფინანსთა სამინისტროს ფინანსური მონიტორინგის სამსახურში აცხადებენ, რომ „ყოფილი ჯანდაცვის მინისტრის მიმართ მიმდინარე საგამოძიებო ქმედებები არ ექვემდებარება გასაჯაროებას სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 201-ე მუხლის თანახმად“.
49 წლის ელჟან ბირტანოვი ჯანდაცვის მინისტრის პოსტზე მუშაობდა 2017 წლიდან 2020 წლის ივნისამდე. ზაფხულში მან დატოვა თანამდებობა ქვეყანაში კორონავირუსის შემთხვევების ზრდისა და საავადმყოფოებში ადგილების არარსებობის გამო.
ოფიციალური მონაცემებით, ყაზახეთში დღეისთვის დარეგისტრირებულია 106310 ინფიცირებული. კორონავირუსით გარდაცვლილად ითვლება 1848 ადამიანი.
ყველაზე პოპულარული
1