Accessibility links

გარდაიცვალა ბრიტანელი მსახიობი შონ კონერი


31 ოქტომბერს 90 წლის ასაკში გარდაიცვალა ცნობილი ბრიტანელი მსახიობი შონ კონერი.

შოტლანდიელმა შონ კონერიმ სახელი გაითქვა სპეცაგენტ ჯეიმს ბონდის როლის შესრულებისათვის სერიალში „აგენტი 007“, ასევე ფილმებით „ინდიანა ჯონსი“, „ვარდის სახელი“, „მთიელი“ და სხვა.

შონ კონერი არაერთხელ იყო ნომინირებული „ოსკარის“ პრემიაზე და ეს პრესტიჟული ჯილდო მას წილად ხვდა 1988 წელს, მეორე პლანის როლის შესრულებისათვის ფილმში „ხელშეუხებელნი“.


კონერიმ ორჯერ მოიპოვა ბრიტანული კინოპრემია BAFTA და სამჯერ - „ოქროს გლობუსი“.


2004 წელს შონ კონერი აღიარეს „ცოცხალთა შორის უდიდეს შოტლანდიელად“. 2000 წელს ბრიტანეთის დედოფალმა ელისაბედ მეორემ იგი ბრიტანეთის იმპერიის რაინდად შერაცხა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG