Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო: 31 ოქტომბრის არჩევნები უკან გადადგმული ნაბიჯი იყო


31 ოქტომბრის არჩევნები, წინა 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებთან შედარებით, უკან გადადგმული ნაბიჯი იყო, - ასეთ შეფასებას 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებს "საერთაშორისო გამჭვირვალობა -საქართველო" აძლევს.

„საპარლამენტო არჩევნების დღე საარჩევნო უბნების გარეთ ფიზიკური დაპირისპირებების, დამკვირვებლებისთვის და ჟურნალისტებისთვის ხელის შეშლის, მათ შორის მედიის წარმომადგენლებზე ფიზიკური თავდასხმისა და მათი ქონების დაზიანების, საარჩევნო უბნებზე კენჭისყრის ფარულობის დარღვევის, ამომრჩევლის სავარაუდო მოსყიდვის ფაქტებისა და სხვა მნიშვნელოვანი და ნაკლებად მნიშვნელოვანი დარღვევების ფონზე მიმდინარეობდა”, - აღნიშნავენ სადამკვირვებლო ორგანიზაციაში, რომლის თანახმადაც ბოლო 8 წლის განმავლობაში ჩატარებული არჩევნების პრაქტიკის გაუარესებად უნდა ჩაითვალოს ასევე პირველადი წინასწარი შედეგების გამოქვეყნება საარჩევნო უბნების დახურვიდან 7, 5 საათში. ამან, ორგანიზაციის თანახმად, ოპოზიციურ პარტიებს შედეგების გამოცხადების მანიპულირების ეჭვის საფუძველი გაუჩინა.

"საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს" დამკვირვებლებმა არჩევნებზე 169 დარღვევა დააფიქსირეს და 46 საჩივარი დაწერეს.

საპარლამენტო არჩევნები საქართველოში 31 ოქტომბერს გაიმართა. მასში 48 პარტია და 2 საარჩევნო ბლოკი მონაწილეობდა.

XS
SM
MD
LG