Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს საქართველოში საპარლამენტო არჩევნების შესახებ


პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო თავის განცხადებაში საქართველოში 31 ოქტომბერს ჩატარებული საპარლამენტო არჩენების შესახებ მაღალ შეფასებას აძლევს საქართველოს ხელისუფლების ძალისხმევას - მიმართულს განახლებული საარჩევნო სისტემის საფუძველზე კენჭისყრის სწრაფი და ეფექტიანი ფორმით ორგანიზებისკენ.

"ამომრჩევლის მიღწეული აქტიურობა, განსაკუთრებით სირთულის პირობებში, რომელიც ახლავს პანდემიას, საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების წარმატებაა", წერია პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განაცხადებში.

ჩვენ ვიზიარებთ საერთაშორისო ორგანიზაციების (ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის (OSCE/ODIHR), ევროპის კავშირის, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეას (OSCE PA) და ევროსაბჭოს და ნატოს) შეფასებას იმის შესახებ, რომ არჩევნები იყო კონკურენტული და მთლიანობაში დაცული იყო ფუნდამენტური თავისუფლებები და საერთაშორისო სტანდარტები, წერს პოლონეთის საგარეო უწყება თუმცა, ყურადღებას ამახვილებს დარღვევებზე (რომლებიც, სავარაუდოდ, უფრო მეტი იყო 2016 წლის არჩევნებზე რეგისტრირებულ დარღვევებთან შედარებით) და მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, ყველა საჩივარი განიხილონ სათანადოდ, პროცესების დაცვით. ეს, განაცხადების ავტორების თანახმად, ნდობას გაზრდის საარჩევნო პროცესის მიმართ, განსაკუთრებით მეორე ტურის წინ.

"პოლონეთი განუხრელად უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრებში და მის ტრანსატლანტიკურ სწრაფვას", წერია პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში, რომელიც 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩვენებს ეხება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG