Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მიხეილ ჩხენკელი თვითიზოლაციაშია


განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი, მიხეილ ჩხენკელი თვითიზოლაციაში გადავიდა მას შემდეგ, რაც მისი ოჯახის წევრს კორონავირუსი დაუდასტურდა. სამინისტროს პრესსამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მინისტრს ამ დროისთვის არ აღენიშნება Covid-19-ის სიმპტომები, თავს კარგად გრძნობს და მუშაობას დისტანციურ რეჟიმში აგრძელებს.

მიხეილ ჩხენკელის გარდა, თვითიზოლაციაში იმყოფება ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, ნათია თურნავა. კორონავირუსი დაუდასტურდა მთავრობის ხელმძღვანელს, პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას და მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელს, ნათია მეზვრიშვილს.

თებერვლიდან, როცა საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების პირველი ფაქტი დადასტურდა, სულ აღრიცხულია 44 522 შემთხვევა.

გასული დღე-ღამის განმავლობაში 1833 -ით გაიზარდა კორონავირუსისგან განკურნებულთა რიცხვი. სულ გამოჯანმრთელებულია 28 633.

ბოლო დღე-ღამეში 20 პაციენტი გარდაიცვალა, რითაც გარდაცვლილთა საერთო რიცხვი 362-მდე გაიზარდა.

XS
SM
MD
LG