Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ინფიცირების 2295 ახალი შემთხვევიდან 989 თბილისიდანაა


ბოლო 24 საათში გამოვლენილი კორონავირუსის 2295 ახალი შემთხვევიდან ყველაზე მეტი, თითქმის ნახევარი თბილისზე მოდის.

რეგიონების მიხედვით ინფიცირების მაჩვენებელი ასე გადანწილდა:

  • თბილისში - 989 შემთხვევა;
  • აჭარაში - 387;
  • იმერეთში - 387;
  • ქვემო ქართლში - 166;
  • შიდა ქართლში - 133;
  • გურიაში - 27;
  • სამეგრელო - ზემო სვანეთში - 97;
  • კახეთში - 47;
  • მცხეთა-მთიანეთში - 33;
  • სამცხე-ჯავახეთში - 29;
  • რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში - არ დაფიქსირებულა შემთხვევები.

თებერვლიდან, როცა საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების პირველი ფაქტი დადასტურდა, სულ აღრიცხულია 46 817 შემთხვევა.

გასული დღე-ღამის განმავლობაში 2537-ით გაიზარდა კორონავირუსისგან განკურნებულთა რიცხვი. სულ გამოჯანმრთელებულია 31 170.

24 საათში ერთხელ აღრიცხული ახალი შემთხვევების და გარდაცვალების ოფიციალური სტატისტიკა ნოემბერში:

  • 1 ნოემბერი - ახალი შემთხვევა 1791. გარდაცვლილი 28;
  • 2 ნოემბერი - ახალი შემთხვევა 1852. გარდაცვლილი 7;
  • 3 ნოემბერი - ახალი შემთხვევა 1943. გარდაცვლილი 20;
  • 4 ნოემბერი - ახალი შემთხვევა 2295. გარდაცვლილი 19.
XS
SM
MD
LG