Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბათუმში 3 დღის ჩვილს კორონავირუსი დაუდგინდა


ფოტო არქივიდან
ფოტო არქივიდან

ბათუმის მრავალპროფილური სამშობიარო სახლის ახალშობილს კორონავირუსი დაუდგინდა. ამის შესახებ რადიო თავისუფლებას კლინიკის დირექტორმა, ნუგზარ პაპავამ განუცხადა.

"ჩვილს დაბადებისთანავე ანალიზს არავინ უღებს, მეორე დღეს უღებენ. ბავშვი არის 3-4 დღის. მეორე დღეს ავუღეთ ანალიზი და პასუხი გუშინ მოვიდა, თავს გრძნობს გადასარევად", - ამბობს კლინიკის დირექტორი.

მისივე თქმით, ახალშობილის დედაც კოვიდინფიცირებულია და მისი მდგომარეობაც დამაკმაყოფილებელია.

საქართველოში კორონავირუსის ანტირეკორდი კიდევ ერთხელ დამყარდა. ბოლო დღე-ღამეში 2295 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, საიდანაც 387 შემთხვევა აჭარაზე მოდის.

XS
SM
MD
LG