Accessibility links

logo-print logo-print

საბურთალოს საოლქო კომისიის შენობასთან აქციაზე დააკავეს სამი აქტივისტი


შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში რადიო თავისუფლებას უთხრეს, რომ დაკავებულია სამი აქტივისტი. ისინი იმყოფებოდნენ საბურთალოს საოლქო საარჩევნო კომისიის შენობასთან. კომისია საჩივრებს ამ წუთებშიც განიხილავს. როგორც „მოქალაქეების" მაჟორიტარი კანდიდატი საბურთალოს ოლქში ალექსანდრე ელისაშვილი ამბობს, ერთ-ერთი დაკავებული მისი მხარდამჭერი შალვა კარელიძეა. ელისაშვილი ცდილობდა მისი პარტიის წარმომადგენლის საჩივრის განხილვაზე დასწრებას, რისი უფლებაც, როგორც თავად ამბობს, მას პოლიციამ უკანონოდ არ მისცა.

შსს-ს ცნობით, აქტივისტებს ედავებიან ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე (სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა) და 166-ე (წვრილმანი ხულიგნობა) მუხლებით გათვალისწინებულ სამართალდარღვევას.

ამჟამად საოლქო საარჩევნო კომისიების სხდომების პარალელურად, შენობის გარეთ სხვადასხვა პარტიის წევრები და მხარდამჭერები საპროტესტო აქციებს მართავენ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG