Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გახარიას თქმით, გამოცხადდა პენსიაზე გასული სამედიცინო პერსონალის და სტუდენტების მობილიზება


ტელეკომპანია „იმედისთვის“ იზოლაციიდან მიცემულ ინტერვიუში საქართველოს პრმიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ კორონავირუსის კლინიკური მართვის მექანიზმში სუსტი წერტილად დაასახელა არა საწოლების, არამედ სამედიცინო პერსონალის რაოდენობა და მათი ინფიცირების მაჩვენებელი.

პრემიერის თქმით, ამ პრობლემის გასამკლავებლად გამოცხადებულია საყოველთაო მობილიზება იმ სამედიცინო პერსონალის, რომელიც სისტემიდან გასულია ან პენსიაზეა, ასევე მაღალი კურსის სტუდენტების, რომლებმაც უკვე ტესტირება და სპეციალური შემოწმება გაიარეს. ამასთან, დაწყებულია სრული მობილიზება ჯანდაცვის სექტორის იმ თანამშრომლების, რომლებსაც შეუძლიათ ამოავსონ ჩავარდნები.

„დღეს მაღალი რისკის შემცველია სამედიცინო პერსონალი, რომელთა ინფიცირების რაოდენობა არამხოლოდ საქართველოში, არამედ მთელ მსოფლიოში იზრდება, რომელსაც უნდა გავუმკლავდეთ. ამიტომ, ჩვენ ვალაგებთ ამ პროცესს, რომელიც გადადის ბევრად უფრო ეფექტურ პროცესში და დარწმუნებული ვარ, რომ უახლოეს დღეებში მსგავსი პრობლემები აღარ იქნება“, - თქვა გახარიამ.

ბოლო დღე-ღამეში ვირუსი 2775 პირს დაუდასტურდა. შესაბამისად, თებერვლიდან, როცა საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების პირველი ფაქტი დადასტურდა, სულ აღრიცხულია 51 993 შემთხვევა.

გასული დღე-ღამის განმავლობაში 3560-ით გაიზარდა კორონავირუსისგან განკურნებულთა რაოდენობა. სულ გამოჯანმრთელებულია 37 019.

ამავე პერიოდში 22 პაციენტი გარდაიცვალა. გარდაცვლილთა საერთო რიცხვი 423-მდე გაიზარდა.

XS
SM
MD
LG