Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მას მერე, რაც თვითონ ორჯერ გამოაცხადა გამარჯვება, ტრამპი ბაიდენს მიმართავს, ნუ გამოაცხადებს წინასწარ თავს გამარჯვებულად


აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა მას მერე, რაც თვითონ 3 ნოემბერს მცდარად გამოაცხადა თავი გამარჯვებულად, თავის დემოკრატ მეტოქეს მიმართა, არ გააკეთოს იგივე.

ბაიდენი საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებას მიუახლოვდა, როცა საკვანძო შტატებში, სადაც ხმების დათვლა არ არის დასრულებული, მცირე, მაგრამ უპირატესობა აქვს მეტოქესთან, დონალდ ტრამპთან და წინ არის ნევადაშიც.

ბაიდენის შტაბბინამ გამოაცხადა, რომ დემოკრატი კანდიდატი გეგმავდა გამოსვლას 6 ნოემბრისთვის, გვიან, თავის თანამებრძოლ კამალა ჰარისთან ერთად, თუმცა ბოლომდე ეს დადასტურებული არ იყო.

მას მერე, რაც გახდა ცნობილი, რომ ბაიდენი გამოსვლას აპირებდა, ტრამპმა ტვიტერით დაწერა, ბაიდენმა „არ უნდა გამოთქვას პრეტენზია პრეზიდენტობაზე უსამართლოდ, ამის გაკეთება მეც შემიძლია, მაგრამ სასამართლო გარჩევები ახლა იწყება!“-ო.

ტრამპის შტაბბინამ არაერთ შტატში შეიტანა სასამართლო სარჩელი ხმების დათვლის შეჩერების შესახებ. საჩივრების უმეტესობა შტატების სასამართლოებმა უარყვეს.

თვითონ ტრამპმა, სულ მცირე, ორჯერ გამოაცხადა გამარჯვების შესახებ მიუხედავად იმისა, რომ საარჩევნო კოლეგიის ხმების რაოდენობით ჩამორჩება მეტოქეს, მომხრეთა საერთო რაოდენობითაც უკან არის და ოთხ შტატში, სადაც ბრძოლა გრძელდება, აწი უნდა გამოცხადდეს შედეგები.

XS
SM
MD
LG