Accessibility links

site logo site logo

აშშ-ის პრეზიდენტი არჩევნებში მარცხს არ აღიარებს, სასამართლოს დასკვნებს დაელოდება


დონალდ ტრამპი გოლფის თამაშისას

მას მერე, რაც აშშ-ის უმსხვილესმა მედია საშუალებებმა გამოაცხადეს დასკვნა, რომ აშშ-ის ყოფილმა ვიცე-პრეზიდენტმა, დემოკრატმა, ჯო ბაიდენმა დაამარცხა რესპუბლიკელი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში, ცნობილი გახდა დონალდ ტრამპის რეაქცია, რომ არ აღიარებს მარცხს.

აშშ-ის მედიამ გამოაცხადა, რომ პენსილვანიის შტატში არჩევნები მოიგო ჯო ბაიდენმა და შედეგად, მან არჩევნებში გამარჯვებისთვის საჭირო რაოდენობაზე, საარჩევნო კოლეგიის 270-ხმაზე მეტი მოიპოვა ამ შტატში, რომელსაც 20 ხმა აქვს კოლეგიაში.

ტრამპი უარსაა აღიაროს მარცხი და აცხადებს, რომ „უბრალო ფაქტია, რომ არჩევნები კარგა ხანს არ დასრულდება“, თქვა მან. „ორშაბათიან ჩვენი შტაბი აპირებს თვალი მიადევნოს სასამართლოში ჩვენი საქმის განხილვას, რათა გარანტია გვქონდეს, რომ საარჩევნო კანონები ზუსტად იყო დაცული, და რომ სამართლიანი გამარჯვებულია გამოცხადებული“.

ტრამპი გოლფის სათამაშოდ იყო ვირჯინიაში, როცა შაბათს ბაიდენის გამარჯვების შესახებ გამოაცხადა მედიამ.

ბოლო კვირაში, დონალდ ტრამპი დასაბუთების გარეშე კენჭისყრის დროს და ბიულეტენებს დათვლისას დარღვევებსა და გაყალბებაზე ლაპარაკობდა.

დაწერეთ კომენტარი

სხვა მასალები

XS
SM
MD
LG