Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პუტინმა და მაკრონმა მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის თემა განიხილეს, სომხეთი შუშისთვის ცეცხლის დაშენაზე იტყობინება


NAGORNO-KARABAKH -- Shushi/Susa is perched on top of the cliffs that tower above the village of Qarintak/Dashalty in Nagorno-Karabakh
NAGORNO-KARABAKH -- Shushi/Susa is perched on top of the cliffs that tower above the village of Qarintak/Dashalty in Nagorno-Karabakh

7 ნოემბრის სატელეფონო საუბრის დროს პუტინმა და მაკრონმა სერიოზული შეშფოთება გამოხატეს აზერბაიჯანისა და სომხეთის ძალებს შორის ფართო მასშტაბიანი შეტაკებების გამო, რომელშიც სირიელი და ლიბიელი მეომრები მონაწილეობენ, წერია კრემლის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

პრეზიდენტებმა განაცხადეს, რომ გააგრძელებენ კოორდინირებულ საშუამავლო ძალისხმევას, სხვათა შორის, ეუთოს მინსკის ჯგუფში, რომელიც შეიქმნა 1992 წელს მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების მიზნით.

იმავე დღეს სომხეთმა განაცხადა, რომ წინა ღამით აზერბაიჯანის ძალებმა არაერთი იერიში მიიტანეს ქალაქ შუშის მიმდებარე არეალებზე ისინი ჩაიშალა. შუშისთვის ცეცხლის დაშენის ცნობა აზერბაიჯანმა სრულიად უარყო მას „სრულიად არასწორი უწოდა“.

ქალაქი შუშა მდებარეობს მთაზე მთავარ გზასთან, რომელიც აკავშირებს აზერბაიჯანის კუთნვილი სეპარატული მთიანი ყარაბაღის რეგიონის დედაქალაქს, სტეპანაკერტს, სომხეთის ტერიტორიასთან, რომელიც მხარს უჭერს სეპარატისტებს, რომლებიც რეგიონის დამოუკიდებლობისთვის იბრძვიან.

სექტემბრის ბოლოდან მიიღო ბრძოლებმა ინტენსიური ხასიათი აზერბაიჯანის და სომხურ ძალებს შორის მთიანი ყარაბაღისთვის. რეგიონში ომი იყო 1990 იან წლებში, როცა სეპარატისტულმა ძალებმა დამოუკიდებლობა გამოაცხადეს.

სულ მცირე, ათასი ადამიანი დაიღუპა თითქმის ექვსი კვირს განმავლობაში მიმდინარე ბრძოლებისას.

ორჯერ რუსეთის, ერთხელ აშშ-ის შუამავლობით მიღწეულ შეთანხმებას ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შედეგი არ მოჰყოლია.

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა რუსეთს მიმართა სამხედრო დახმარებისთვის, ხოლო აზერბაიჯანს მხარს უჭერს თურქეთი, რომელსაც ბრალად სდებენ ყარაბაღში სეპარატისტებთან საბრძოლველად დაქირავებული მებრძოლების გაგზავნას.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG