Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პარლამენტის წინ შეკრებილი ოპოზიცია 3 მოთხოვნას აყენებს


პარლამენტთან შეკრებილი ოპოზიციური პარტიები სამ მოთხოვნას აყენებენ, რომელიც, მათი თქმით, ბიძინა ივანიშვილმა უნდა შეასრულოს. აქციაზე შეკრებილ მოქალაქეებს მოთხოვნები "ევროპული საქართველოს" ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ გააცნო.

"2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ქართველმა ხალხმა უარი უთხრა ივანიშვილის ოლიგარქიულ მმართველობას. ჩვენ, ოპოზიციური პარტიები მივიჩნევთ, რომ ეს პარლამენტი არის არალეგიტიმური, რადგან არ ასახავს ხალხის ნებას. ჩვენ უარს ვამბობს პარლამენტში შესვლაზე", - თქვა ხოშტარიამ და მოთხოვნები წაიკითხა.

ოპოზიციის მოთხოვნებია:

  1. ხელახალი თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები;
  2. ცესკოს თავმჯდომარის გადადგომა და კომისიების სამართლიანი წესებით დაკომპლექტება;
  3. პოლიტპატიმრების გათავისუფლება.

ხოშტარიამ მისი წინა გამომსვლელის, ნიკა მელიას მსგავსად, გაიმეორა, რომ ბიძინა ივანიშვილს მოთხოვნების შესასრულებლად ვადა დღეს, 20:00 საათამდე აქვს.

აქცია პარლამენტის წინ 15:30 საათისთვის დაიწყო. ოპოზიციური პარტიები აპროტესტებენ ცესკოს შედეგებს, რომლის მიხედვითაც, კვლავ უმრავლესობაში რჩება "ქართული ოცნება". ოპოზიცია აცხადებს, რომ ხელისუფლებამ არჩევნები გააყალბა, მმართველი პარტია კი დამაჯერებელ გამარჯვებაზე საუბრობს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG