Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვლადიმირ პუტინმა სამი მინისტრი დაითხოვა


ორშაბათს 9 ნოემბერს, ვლადიმირ პუტინმა თანამდებობიდან დაითხოვა სამი მინისტრი და რამდენიმე გადაადგილება მოახდინა როგორც ცენტრალურ, ისე რეგიონულ მთავრობებში.

თანამდებობებს დაემშვიდობნენ ბუნებრივი რესურსების მინისტრი დმიტრი კობილკინი, მშენებლობის მინისტრი ვლადიმირ იაკუშევი და ტრანსპორტის მინისტრი ევგენი დიტრიხი.

მათი თანამდებობიდან გათავისუფლების მიზეზები უცნობია. ამასთან, იაკუშევი პუტინმა ურალის ფედერალურ ოლქში პრეზიდენტის სრულუფლებიანი წარმომადგენლის მოადგილედ დანიშნა. დიტრიხი კი ბელგოროდის ოლქის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებლად განიხილება.


პუტინის განკარგულება ორშაბათის ოპერატიულ თათბირზე გამოაცხადა პრემიერ-მინისტრმა მიშუსტინმა, რომელმაც იქვე დაასახელა მინისტრების შემცვლელთა კანდიდატურები. ახალი სქემის თანახმად, კანდიდატურები სახელმწიფო დუმამ უნდა დაამტკიცოს, სავარაუდოდ, 13 ნოემბერს.


რუსეთის მთავრობაში 21 მინისტრი და 9 ვიცე-პრემიერი მუშაობდა. 9 ნოემბრის განკარგულებით მათ რიცხვს შეემატა კიდევ ერთი ვიცე-პრემიერი წარმოებისა და სათბობ-ენერგეტიკის სფეროში. ამ პოსტს დაიკავებს ალექსანდრ ნოვაკი, რომელიც 2012 წლიდან მუშაობს ენერგეტიკის მინისტრის პოსტზე.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG