Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სომხეთის ოპოზიცია ნიკოლ ფაშინიანის გადადგომას ითხოვს მთიან ყარაბაღში მარცხისთვის


სომხეთის ოპოზიციურმა პარტიებმა გაავრცელეს ერთობლივი განცხადება, რომელშიც პრემიერ-მინისტრ, ნიკოლ ფაშინიანისა და მისი ხელმძღვანელობით მოქმედი მთავრობის გადადგომისკენ მოუწოდებენ.

„გარდაუვალი დანაკარგების თავიდან აცილების მიზნით, შექმნილი კატასტროფული ვითარებიდან გამომდინარემოვითხოვთ ნებაყოფლობით დატოვოს პოსტი პრემიერ-მინისტრმა ფაშინიანმა და მისმა მთავრობამ. მოვითხოვთ სასწრაფოდ შეიქმნას აღმასრულებელი ორგანო, რომელიც გადაჭრის სამხედრო-პოლიტიკურ პრობლემებს და მოახერხებს ამ სიტუაციის გარღვევას“, - ნათქვამია სომხეთის 17 ოპოზოციური პარტიის ერთობლივ განცხადებაში, რომელიც რამდენიმე საინფორმაციო საშუალებამ გაავრცელა.

სხვა პარტიების გარდა განცხადებას ხელს აწერს ყოფილი პრეზიდენტის, სერჟ სარგსიანის რესპუბლიკური პარტია, „დაშნაკციუტუნი“ და ასევე ხელისუფლების მიერ ბრალდებული ოპოზიციონერ გაგიკ ცარუკიანის პარტია, „აყვავებული სომხეთი“.

ამ განცხადების ფონია ეთნიკური სომხების არმიის მარცხი სეპარატისტულ მთიან ყარაბაღში, რომლის გასათავისუფლებლადაც აზერბაიჯანმა 27 სექტემბერს წამოიწყო საბრძოლო მოქმედებები.

„სამწუხაროდ, წარუმატებლობათა ჯაჭვი გრძელდება და ქალაქი შუშა სრულიად გავიდა ჩვენი კონტროლიდან. მტერი სტეფანაკერტის მისადგომებთან იმყოფება და საფრთხე უკვე მის არსებობას ემუქრება“, - დაწერა ამის შესახებ რადიო თავისუფლების სომხური სამსახური იუწყება პრესმდივანზე, ვაგრამ პოღოსიანზე, დაყრდნობით.

მთიანი ყარაბაღისთვის ინტენსიური საბრძოლო მოქმედებები 27 სექტემბრიდან განახლდა. ამ პერიოდში აზერბაიჯანმა კონტროლი აღადგინა რამდენიმე რაიონზე. ორივე მხარეს დაღუპულია ასეულობით ადამიანი, მათ შორის, მშვიდობიანი მოქალაქეები.
აზერბაიჯანმა ძირითადად სომხებით დასახლებულ მთიან ყარაბაღსა და მიმდებარე რაიონებზე კონტროლი 1990-იანი წლების დასაწყისში დაკარგა. 1994 წლიდან კონფლიქტი ფაქტობრივად გაყინული იყო, თუმცა, გარკვეული პერიოდულობით ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი ირღვეოდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG